პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები
10.06.2019
2019 წლის, 15-16 ივნისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გერმანიის საელჩოსთან თანამშრომლობით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ,,პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეების“ ფარგლებში გეგმავს არსებული თანამშრომლობისა და საგანმანათლებლო სერვისების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
სხვადასხვა მასშტაბურ პავილიონებში მოეწყობა საგამოფენო სივრცეები პროფესიების, საგანამანთლებლო სერვისებისა და დასაქმების შესაძლებლობის შესახებ. ღია საგამოფენო სივრცის პარალელურად, „რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში განხორციელდება ექსპერტთა მოხსენებებისა და წარმატებული მაგალითების წარდგენა.
|
|