სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საშემსრულებლო და კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტების შემდეგ მიმართულებებზე:
საშემსრულებლო ფაკულტეტი
1. სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულება
პროფესორი:1
ასოცირებული პროფესორი: კამერული სიმღერის სპეციალობით - 1
2. საოპერო მომზადების მიმართულება
პროფესორი: 1
3. აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულება
პროფესორი: 1
ასოცირებული პროფესორი: 1
4. სპეციალური ფორტეპიანოს მიმართულება
პროფესორი: 1
5. კამერული ანსამბლის მიმართულება
პროფესორი: 1
6. სავალდებულო ფორტეპიანოს მიმართულება
პროფესორი: 1
7. საორკესტრო სიმებიანი საკრავების მიმართულება
პროფესორი: 1
8. საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულება
პროფესორი: 1
კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი
9. კომპოზიციის მიმართულება
პროფესორი: 1
10. მუსიკის თეორიის მიმართულება
პროფესორი: 1
11. მუსიკის ისტორიის მიმართულება
პროფესორი: 1
12. ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულება
პროფესორი: 1
კონკურსის ჩატარების თარიღი - 2019 წლის 8-15 ივლისი.
კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2019 წლის 26 ივნისიდან და გაგრძელდება 05 ივლისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, გრიბოედოვის ქ. N8/10, ოთახი N228 (11:00-18:00).
კონკურსანტმა საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
ბ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი №1;
გ) ფაკულტეტის მიმართულების შესატყვისი შევსებული ანკეტა:
დანართი №2 (საშემსრულებლო), დანართი №2 (კომპოზიცია), დანართი №2 (მუსიკოლოგია);
დ) პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შევსებული ანკეტის (დანართი N2) შესაბამისად;
ე) 1 (ერთი) ფოტოსურათი (ზომა: 3x4 სმ);
ვ) განაცხადი აფილირების შესახებ (ნებაყოფლობითია და ძალაში შედის კონკურსანტის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) (აკადემიური პერსონალის აფილირების წესი და განაცხადი).
ს(ს)იპ - ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: (+995 32) 2 98 70 27
ვებ-გვერდი: www.tsc.edu.ge