ვიდეო-ფიჩ კონკურსი "Big Idea Challenge"
20.05.2019
ვიდეო-ფიჩ კონკურსი "Big Idea Challenge" - თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, შემოიტანოთ განაცხადი საკუთარი იდეის განხორციელებისთვის, 25.000 გირვანქა სტერლინგის წილისა და ლონდონში სასწავლო ტურის მოსაგებად!
მიუხედავად იმისა, მოხვდებით თუ არა 10 გამარჯვებულ გუნდში, გამოიყენთ ეს შესაძლებლობა, გაიარეთ ამ კონკურსის ფარგლებში Spark • სპარკი-ის 5 დღიანი Bootcamp-ი თითოეულმა ჯგუფმა და მიიღეთ უნიკალური გამოცდილება თქვენი იდეის დახვეწისა და განვითარებისთვის!
სარეგისტრაციოდ მიჰყევით: https://forms.gle/wMMPGDuyehqPYAhK6
თუ თქვენ ხართ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ან კონსერვატორიის სტუდენტი; ამავე უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ან 35 წლამდე ახალგაზრდა მეწარმე; მიღებული გაქვთ მონაწილეობა "Creative Spark" პროექტის რომელიმე ღონისძიებაში; მაშინ, თქვენ გაქვთ შანსი, მონაწილეობა მიიღოთ ვიდეო-ფიჩ კონკურსში!
კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან არა უმეტეს სამი ადამიანისგან შემდგარი გუნდისთვის. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გუნდის ერთ-ერთი წევრი იყოს თსუ-ს ან კონსერვატორიის სტუდენტი.
კონკურსის სამი კატეგორია: 1️.ციფრული ტექნოლოგიები; 2️. სოციალური სფერო; 3️. კრეატივი-შემოქმედებითი ინდუსტრია;
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 26 მაისი
|