საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-10 ნაკადს.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:
1) ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტს; ან კურსდამთავრებულს (რომლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან არაა გასული 2 წელი);
2) სტუდენტს ან კურსდამთავრებულს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით - მინიმუმ „B" (81-90%) ძალიან კარგი);
3) სტუდენტს/კურსდამთავრებულს მიმდინარე წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით კონსერვატორიის სამდივნოში (№230) დაფიქსირებული აქვს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე.
შენიშვნა: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია სამივე მოთხოვნის დაცვა!
საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://stajireba.gov.ge/
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: (+995) 2 19 77 55