შ.რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი
06.02.2019
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგებმა - ასოცირებულმა პროფესორებმა ნინო ჟვანიამ და ეკა ჭაბაშვილმა, ასევე მოწვეულმა პედაგოგმა თამარ ჟვანიამ მოიპოვეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი ფუნდამენტური კვლევისთვის "შემოქმედებითი კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება XXI საუკუნის ფორტეპიანოსა და მისი სამომავლო პერსპექტივების კვლევის მაგალითზე". პროექტი მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისის კონსერვატორიის ბაზაზე განხორციელდება.
|
|