25 იანვარს სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის "მე მიყვარს კლასიკური მუსიკა" 2018-2019 სასწავლო წლის რიგით მეხუთე ლექცია-კონცერტი. მისი წამყვანი გახლდათ პიანისტი თამარ ლიჩელი. ღონისძიების თემა იყო "კლავიშიანი საკრავები". კონცერტში მუსიკალური ნომრები შეასრულეს: ალექსანდრე ვასაძემ, ლიზი რაზმაძემ, სანდრო ნებიერიძემ და გიორგი გიგაშვილმა.
ლექცია -კონცერტის დამსწრეთა უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ისინი აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა საკითხის განხილვაში,გამოამჟღავნეს საკმაოდ დიდი ცოდნა მუსიკის ისტორიასა და კლავიშიან საკრავებთან მიმართებაში. წამყვანმა მათ უამრავ შეკითხვას გასცა პასუხი. ლექცია-კონცერტის დასრულების შემდეგ მსურველები ავიდნენ სცენაზე, ახლოდან დაათვალიერეს დიდი საკონცერტო როიალი და ორგანი.
ციკლის შემდეგი ღონისძიება დაგეგმილია 22 თებერვალს თემაზე "ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტები", რომლიც წამყვანიც იქნება ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი.