მუსიკის ტექნოლოგიის კვირეული
21.01.2019
18-22 თებრევალს თბილისის სახ. კონსერვატორიაში ლექციებს ჩაატარებენ ოსლოს მუსიკის აკადემიის მუს. ტექნოლოგიის მაგისტრატურის სტუდენტები - მაიკ მაკკორმიკი (კანადა), ჯუზეპე პიზანო (იტალია), ერნსტ ვან დერ ლუ (ჰოლანდია, მხოლოდ საკონცერტო პროგრამაში) და მარიამ ღვინიაშვილი (საქართველო). ლექციები ჩატარდება მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში (MTS)!
განრიგი:
ორშაბათი ▸12:00 – 14:00 - სახელოვნებო პროექტის დაწერის ზოგადი პრინციპები, სასწავლო და საგრანტო (მცირე) კონკურსებისათვის (ინგლისურად, მხოლოდ TSC სტუდენტებისათვის)
▸15:00 – 17:00 – არტისტ პრეზენტაცია (ინგლისურად, საჯარო) - მაიკ მაკკორმიკი - ჯუზეპე პიზანო - მარიამ ღვინიაშვილი
სამშაბათი ▸ 12:00 -14:00 - იმპროვიზაციის ტექნიკა - მაიკ მაკკორმიკი (ინგლისურად, საჯარო) ლექციის შინაარსი: ამ ლექციაზე განვიხილავთ და გავაკეთებთ სხვადასხვა სავარჯიშოებს სპონტანური კრეატიულობის გამოსამუშავებლად. ეს არის სავარჯიშოები, რომლებსაც მე, როგორც იმპროვიზატორი მუსიკოსი წლების განმავლობაში ვაგროვებდი. აქტიური მონაწილეობისთვის თან იქონიეთ ნებისმიერი ინსტრუმენტი (მათ შორის: ვოკალი, ლეპტოპი და ა.შ.)
▸15:00 – 17:00 – იმპროვიზაცია და დირიჟორობა შედარებით დიდ ელექტრო აკუსტიკურ ანსამბლებთან - ჯუზეპე პიზანო (საჯარო) ლექციის შინაარსი: ვორკშოპის განმავლობაში ვისაუბრებთ იმპროვიზაციის შესაძლებლობაზე დიდ ანსამბლებთან და ვნახავთ სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ შემოთავაზებულ მეთოდებს. ასევე, ვისაუბრებთ OEOAS (ნეაპოლი) ელექტრო აკუსტიკური ორკესტრის გამოცდილებაზე და პროტოკოლზე, რომელიც შეიქმნა ლაივ კომპოზიციისათვის. ლექციის ბოლოს კი ექსპერიმენტის სახით დავუკრავთ ვორკშოპის მონაწილეებთან ერთად. გთხოვთ თან იქონიოთ ნებისმიერი მუს. ინსტრუმენტი
ოთხშაბათი ▸10:00 – 14:00 – 8 არხიანი სისტემის ინსტალაცია (მხოლოდ TSC სტუდენტებისათვის)
▸15:00 – 17:00 – სივრცითი მუსიკა / Spatial music - მარიამ ღვინიაშვილი (საჯარო) ლექციის შინაარსი: ამ ლექციაზე ვისაუბრებთ სივრცითი მუსიკის საწყისებზე, აკუსტიკურ და ელექტრო აკუსტიკურ ფორმებზე, მრავალარხიანი ელექტრონული მუსიკის ტექნოლოგიაზე, ხელსაწყოებზე და მოვისმენთ აუდიო მასალას 8 არხიან სისტემაში
19:00 – მრავალარხიანი მუსიკის კონცერტი MTS-ში. საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, 18 თებერვლიდან მეილზე - mts@conservatoire.edu.ge
ხუთშაბათი ▸12:00 – 14:00 – Supercollider შესავალი კურსი - მაიკ მაკკორმიკი (ინგლისურად, საჯარო) ლექციის შინაარსი: სუპერკოლაიდერი არის პლატფორმა აუდიო სინთეზისა და კომპოზიციისათვის (Windows, macOS, Linux), რომელიც გამოიყება მუსიკოსების, არტისტების და მუსიკის მკვლევარების მიერ. ვორკშოპზე გამოვიყენებთ პროგრამის საბაზისო ელემენტებს კომპოზიციისა და იმპროვიზაციისათვის. სასურველია თან იქონიოთ ლეპტოპი
▸15:00 – 17:00 - Panning ტექნიკები სტერეო საუნდში - ჯუზეპე პიზანო (ინგლისურად, საჯარო) ლექციის შინაარსი: ამ ლექციაზე ვისაუბრებ თუ როგორ შეცვალა ჩემი ხედვა მრავალარხიანი მუსიკის ტექნოლოგიის შესწავლა - გამოყენებამ სტერეო საუნდში. ასევე, შევეხებით ჩანაწერში სიღრმის და სივრცის მიღების სხვადასხვა ტექნიკებს
პარასკევი ▸20:00 - ლაივ ელექტრონიკის კონცერტი - მონაწილეობენ: მაიკ მაკკორმიკი, ჯუზეპე პიზანო და TSC სტუდენტები. ლოკაცია - TBA
სტუმრების შესახებ: ▶ ერნსტ ვან დერ ლუ (1974) არის კომპოზიტორი, შემსრულებელი და აუდიო ინჟინერი ჰოლანდიიდან. განათლება მიღებული აქვს აუდიო ინჟინერიაში და მოგვიანებით, ელექტრო აკუსტიკური მუსიკის კომპოზიციასა და შესრულებაში, ჰააგის სონოლოგიის ინსტიტუტში. ამჟამად ერნსტი არის ოსლოს მუსიკის აკადემიის მაგისტრატურის სტუდენტი, ნატაშა ბარეტის კლასში. მისი შემოქმედება აერთიანებს თვით-გენერირებად ინსტალაციებს, ლაივ იმპროვიზაციას და მუსიკას ფიქსირებული მედიისათვის. ერნსტი დაინტერესებულია და მუშაობს სივრცით მუსიკაზე და თვით-გენერირებადი ანალოგ სინთეზატორების გამოყენებაზე.
▶ მაიკ მაკკორმიკი არის გიტარისტი, ლეპტოპ შემსრულებელი და კომპოზიტორი კანადიდან. მისი შემოქმედება თავს უყრის სხვადასხვა დისციპლინებს, მათ შორის - კონცეპტუალურ ხელოვნებას, ელექტრო აკუსტიკურ მუსიკას, მე-20 საუკუნის ლიტერატურას და არაერთ ნოტირებული თუ იმპროვიზირებული მუსიკის ტრადიციას. მისი მიმდინარე პროექტები მოიცავს დუოს იმპროვიზირებული საქსაფონისა და ლეპტოპისათვის - Abelseth/McCormick, კომპოზიტორების ორკესტრს - OJKOS და ასევე - Proxemics project
▶ ჯუზეპე პიზანო (1991) არის კომპოზიტორი და იმპროვიზატორი იტალიიდან. მისი შემოქმედება ფოკუსირებულია აუდიო ჩანაწერების პროცესირებაზე, სინთეზატორების გამოყენებაზე, საკუთარი ელექტრო აკუსტიკური ინსტრუმენტების შექმნასა და ლაივ შესრულებაზე. განათლება მიღებული აქვს ნეაპოლის კონსერვატორიაში (იტალია) და Hogeschool voor de Kunsten Utrecht-ში (ჰოლანდია)/ ამჟამად სწავლობს ოსლოს მუსიკის აკადემიაში. ჯუზეპე არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ელექტრო აკუსტიკური იმპროვიზაციის ორკესტრისა - OEOAS და აქტიურად მუშაობს ალტერნატიული ჟესტების ანალიზისა და სადირიჟორო სისტემის განვითარებაზე ლაივ კომპოზიციისათვის. ამჟამად დაინტერესებულია 3D აუდიო ტექნოლოგიით
▶ მარიამ ღვინიაშვილი (1989) არის კომპოზიტორი და საუნდ არტისტი საქართველოდან, რომელიც ამჟამად გადის მაგისტრატურის კურსს ოსლოს მუსიკის აკადემიაში. განათლება მიღებული აქვს თბილისის სახ. კონსერვატორიასა და მოგვიანებით ლისტის მუსიკის აკადემიაში, კომპოზიციისა და ელექტრონული მუსიკის მედიის მიმართულებით. მისი შემოქმედებითი ინტერესები მოიცავს - ელექტრო აკუსტიკურ მუსიკას, ექსპერიმენტულ აუდიო-ვიზუალურ მედიას, მუსიკას თეატრისა და ფილმისათვის. ამჟამად ის სწავლობს და მუშაობს მრავალარხიანი ელექტრო აკუსტიკური მუსიკის მიმართულებით
|