გარდაიცვალა თსკ-ს სტუდენტი ნანუკა ყელბერაშვილი 26.09.2018
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა კონსერვატორიის მე-3 კურსის სტუდენტი ნანუკა ყელბერაშვილი.
ნანუკის სახით კონსერვატორიას გამოაკლდა მუდან მომღიმარე, მხიარული და ნიჭიერი ადამიანი.
თბილისის კონსერვატორიის რექტორატი, პედაგოგიური კოლექტივი და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს.