თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
21.09.2018
2018 წლის 16 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე თეა ბერაია) განიხილა და დააკმაყოფილა მანანა დოიჯაშვილის სარჩელი, შპს „მედიაჰოლდინგი ქრონიკა +“-ის წინააღმდეგ, ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის თაობაზე.
შპს „მედიაჰოლდინგ ქრონიკა +“-ს დაევალა მანანა დოიჯაშვილის წინააღმდეგ ყოველკვირეულ გაზეთ "ქრონიკა +"-ში გავრცელებული ცნობების უარყოფა.
|
|