კონსერვატორიის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!
05.09.2018
კონსერვატორიის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!!!
საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-9 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კონსერვატორიის სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, სამდივნოში განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: იყოს: • ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტი; ან კურსდამთავრებული, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი. ქონდეს: • საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით - მინიმუმ „B" (81-90%) ძალიან კარგი; ქონდეს დაფიქსირებული წერილობითი თანხმობა კონსერვატორიის სამდივნოში - №230 (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), 226 (დოქტორანტურა).
საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://stajireba.gov.ge/
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: 2 197755
|