2018 წლის 16 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ
(მოსამართლე თეა ბერაია) განიხილა და დააკმაყოფილა მანანა დოიჯაშვილის სარჩელი,
შპს „მედიაჰოლდინგი ქრონიკა +“-ის წინააღმდეგ, ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის თაობაზე.
შპს „მედიაჰოლდინგ ქრონიკა +“-ს დაევალა მანანა დოიჯაშვილის წინააღმდეგ ყოველკვირეულ გაზეთ "ქრონიკა +"-ში გავრცელებული ცნობების უარყოფა.