შიდასაკონსერვატორიო კონკურსის შედეგები
30.07.2018
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დასრულდა შიდასაკონსერვატორიო სტუდენტური კონკურსის ფარგლებში მიღებული ნაშრომების განხილვა.
ნომინაციაში ,,საუკეთესო საფორტეპიანო ნაწარმოები“ გამარჯვებულია ალექსანდრე ჭოხონელიძე (სადოქტორო პროგრამა ,,კომპოზიცია“) ნაწარმოებით ,,შეშლილი მოხუცის დღიური“ დევიზი ,,A line a day “
ნომინაციაში ,,საუკეთესო ელექტროაკუსტიკური კომპოზიცია“ - ანზორ ღუდუშაური (სამაგისტრო პროგრამა ,,კომპოზიცია“ 1-ლი კურსი) ნაწარმოებით ,,12“ დევიზი: ,,12“
ნომინაციაში ,,საუკეთესო კრიტიკული წერილი“ - მარი ჭეიშვილი (საბაკალავრო პროგრამა ,,მუსიკის თეორია“ 1-ლი კურსი ) ნაშრომით ,,ის, რაც მინდა რომ ვთქვა“ დევიზი: ,,ხელოვნებისთვის“
ნომინაციაში ,,საუკეთესო ესსე კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს თემაზე - ირინა დუმბაძე (საბაკალავრო პროგრამა ,,მუსიკის თეორია“ 1-ლი კურსი ) ნაშრომით ,,საუკუნეში ჩატეული მარადიულობა“ დევიზი: ,,გახდი უკვდავი“
|
|