სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2020 წლის 24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.
გაცნობებთ, რომ სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 26 ოქტომბერს.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი. ბოლო პირობა (საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი) არ ეხებათ იმ კურსდამთავრებულებს, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე გაზაფხულის ნაკადის ფარგლებში.
ახალი კორონა ვირუსის (Covid-19) გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სტაჟირების სახლმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადზე მიღება ვერ განხორციელდა. თუმცა, სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც უკვე გამოხატეს თანხმობა, შეუნარჩუნდათ უფლება მიიღონ მონაწილეობა უკვე შემოდგომის ნაკადში და გაიარონ აქტივაცია, რეგისტრაცია და აირჩიონ სტაჟირების ვაკანსია.
დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ კონსერვატორიის დეკანატს.
compose-theory@tsc.edu.ge
performing@tsc.edu.ge.
დანართი 1
დანართი 2
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 2197755.