8-12 ოქტომბერს კონსერვატორიას ესტუმრა ტომადინის სახელობის უდინეს კონსერვატორიის 30 კაციანი დელეგაცია, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე რექტორი და საერთშორისო ურთიერთობების დეპარტამჯენტის ხელმძღვანელი. თსკ-სა და უდინეს კონსერვატორიამ განახორციელა ერთობლივი პროექტი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ნაწილისგან:
- სტუდენტეთა ერთობლივი კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში 12 ოქტომბერს
- იტალიელი პროფესორიების მასტერკლასები თსკ სტუდენტებისთვის
ემანუელ ჯანინო - ვოკალი,
მარიო პაგოდტო - კომპოზიცია, კონტრაპუნქტი,
ვირჯინიო ზოკატელი - კომპოზიცია,
ჯოვანი ალბინი - მუსიკის ტექნოლოგია,
კლაუკო ვენიერი - ჯაზი,
ალფონსო დეიდა - ჯაზი)
- თსკ პროფესორების მასტერკიალსები იტალიელი სტუდენტებისთვის ყველა სპეციალობაში (ი. ევსტაფიშვილი, პაატა ებრალიძე, ლერი ჭეჭელაშვილი, მურთაზ მაწკეპლაძე, დათო ჯიშკარიანი, თემურ გუგუშვილი, მაკა ვირსალაძე)
- საჯარო ლექცია ქართულ ფოლკლორზე და ხალხური სიმღერის შესწავლა იტალიელი სტუდენტებისთვის (ოთარ კაპანაძე)
- საჯარო ლექცია თსკ სტუდენტებისთვის „იტალიელი კომპოზიტორები, შემსრულებლბები და საგამომცემლო კომპანიები“(სანდრო კალდინი)
- ოფიციალური შეხვედრა რეზო კიკნაძესთან( თსკ-ს რექტორი) და ნანა შაეიქაძესთან (საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხლემძღვანელი) ერასმუს მობილობის პროგრამის განაცხადის შეტანასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით
უნდა აღინიშნოს რომ კონცერტში მონაწილე თსკ სტუდენტები მოამზადა და უხელმძღვანელა ნინო ჟვანიამ (ასოც. პროფ. საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანი). ამავე დროს ის არის კონცერტის მენეჯერიც.