სამუსიკო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა
15.11.2020
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი 2020 წლის 19-20 ნოემბერს ატარებს რესპუბლიკურ კონფერენცია - ფორუმს თემაზე „სამუსიკო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა".
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება:
- სამეცნიერო სესიები
- მრგვალი მაგიდა თემაზე „მუსიკის სწავლება სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში: გამოწვევები და პერსპექტივები“, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ელექტრონული/დისტანციური სწავლების საკითხებს
- მასტერკლასები/გაკვეთილები
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, არაუგვიანეს 2020 წლის 2 ნოემბრისა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე და გამოგზავნოთ თეზისები (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: science@tsc.edu.ge. თეზისებში მიუთითეთ, გამოგზავნილი თეზისი სად გსურთ წარმოადგინოთ - სესიაზე თუ მრგვალ მაგიდაზე.
თეზისების გაფორმების წესი: ფონტი: Acad Nusx ზომა: 12 ინტერვალი: 1,5 ველები ყველა მხრიდან: 2,0 სმ. მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი
კონფერენციის რეგლამენტი: სასესიო მოხსენება - 25 წთ. (მოხსენება და დისკუსია); მოხსენება მრგვალ მაგიდაზე - 15 წთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
e-mail: science@tsc.edu.ge
ტელ.: +995 32 2987188 (საკონტაქტო პირი - მარიკა ნადარეიშვილი)
|