ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახ. კონსერვატორიის განცხადება
01.03.2020
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) საქართველოში შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით და სადეზინფექციო სამუშაოების მასშტაბური ჩატარების მიზნით სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია 02 მარტიდან 07 მარტის ჩათვლით.
გადაწყვეტილება მიღებულია სსიპ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს (2020 წლის 1 მარტის ოქმი N5) მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე.
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგაწვდით დაუყოვნებლივ.
|
|