ირაკლი ევსტაფიშვილი - ასისტენტ-პროფესორი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურა პროფესორ მიხეილ ებრალიძესთან.
პარალელურად სწავლობდა ტექნიკურ უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით.
არის კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA).
ირაკლი ევსტაფიშვილი 2005 წლიდან ე. მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრია. 2010-2013 წლებში იყო კლასიკური მუსიკის რადიო “მუზას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, 2013 წლიდან თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობისსახელმწიფო კონსერვატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. ასევე მუშაობდა, როგორც მოწვეული მასწავლებელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტზე (2014-2017წწ). 2017 წლიდან ის კონსერვატორიის ასისტენტ პროფესორია.
მას მოპოვებული აქვს მრავალი ჯილდო და არის კონკურსების ლაურეატი. მის პროფესიულ განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონიეს გამოჩენილმა ფლეიტისტებმა: ბენუა ფრომანჟერმა, ჟულიეტ იურელმა და იოსი არენჰეიმმა.
ირაკლის მოპოვებული აქვს პრეზიდენტის, ლევ მარკიზისა და ვლადიმერ სპივაკოვის სახელობითი სტიპენდიები. იგი დღესაც აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას განაგრძობს.