28 დეკემბერს, 20:00 საათიდან კლუბში KHIDI გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის იდეის ავტორია მედია-პლატფორმა “ამბებს მიღმა”. იგი ნაწილია იმ კამპანიისა, რომელიც წამოიწყო აღნიშნულმა მედია პლატფორმამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან ერთად და მიზნად ისახავს კონსერვატორიაში არსებული სრულად ამორტიზირებული, აუცილებლად შესაცვლელი როიალების შესაძენად სახსრების მობილიზებას. კამპანიის გზავნილია - „შეგვიცვალე როიალი“.
მსგავსი ტიპის სინთეზური ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება. იგი ორნაწილიანი. პირველ ნაწილში სტუმრები გაიცნობენ პროექტს „ოპუსი“, რომლის მიზანია კლასიკური მუსიკის ალტერნატიულ სივრცეში და კლასიკური სცენისაგან გასხვავებულ გარემოში შესრულება.
პროექტის არტისტები არიან კონსერვატორიელი პიანისტები:
ირმა გიგანი, გიორგი გიგაშვილი, ნინო ბიწაძე, თემო ნათობიძე, ალექსანდრე ჯულაყიძე, ლექსო პირმისაშვილი.
ხოლო მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმობა ელექტრონულ მუსიკას, რომლის მოყვარულებისთვის კლუბი ხიდი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სივრცეა, ხოლო lineup- ის სახელები ნაცნობი და ძალიან საყვარელი.
მონაწილეები:
KHIDI:
WGS
FREQUENCY SHIFTER
YAELI (ALPHABET)
HECATE LEGACY
BOYD SCHIDT
WGS B2B YAELI
G2:
KDEMA B2B TEDI
MARIKHI B2B HEIMDALL
LJ
SEVDA
კამპანიის #ერთადმუსიკისთვის ფარგლებში პირველი დონაცია თავად კონსერვატორიამ გაიღო და საოპერო სტუდიის საშემოდგომო დადგმებიდან შემოსული თანხა სრულად გადარიცხა ფონდში. კამპანიას უკვე გამოემხმაურა სხვადასხვა ორგანიზაცია და კერძო პირი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ღონისძიების პირველ ნაწილში კლასიკური მუსიკა შესრულდება YAMAHA-ს მიერ სპეციალურად კონსერვატორიისთვის გამოსასყიდად გამოტანილ როიალზე. ამ როიალის შესაძენი თანხის ნაწილი თავად კომპანია Yamaha Georgia-მ გაიღო, მას დაემატება 28 დეკემბრის ღონისძიებიდან შემოსული თანხა. ვიმედოვნებთ, რომ ეს როიალი კონსესრვატორიისთვის ახალი წლის საჩუქარი იქნება.
გთხოვთ, ბილეთების შესაძენად ეწვიოთ საიტს www.tkt.ge. ასევე ბილეთები გაიყიდება ადგილზე მოსული სტუმრებისთვის.
დეტალური ინფორმაცია: http://bit.ly/2qffkQC
მუსიკა გვაერთიანებს - #ერთადმუსიკისთვის
#ამბებსმიღმამუსიკისთვის
#ხიდიმუსიკისთვის
#კონსერვატორიამუსიკისთვის
-----------------------------------------------------------
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა (GEO)
მიმღების დასახელება:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი: 708907509