ალა სიმონიშვილი - მოწვ. პროფესორი
დაამთავრა თბილისის სახ. კონსერვატორიის საფორტეპიანო (1984 წ) და აკადემიური სიმღერის (1992 წ) ფაკულტეტები (პედ.ე.ჩიჯავაძე, გ.კარიაული); სწავლა განაგრძო იტალიაში, ჯერ ოზიმოს საერთაშორისო საოპერო დაოსტატების აკადემიაში, შემდეგ კი როსინის სახელობის აკადემიაში ა.ძედას, ს.სეგალინის, მ.მელანის და ს.ტონინის ხელმძღვანელობით.
მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ჩეხეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, უნგრეთში, იაპონიასა და კორეაში.
ალა სიმონიშვილი მონაწილეობდა lle d’itali, მოცარტის, სმეტანას და როსინის სახელობის საერთაშორისო ფესტივალებში იტალიაში, ესპანეთში და ჩეხეთში. მის მრავალფეროვანი რეპერტუარში აღსანიშნავია ოპერები: ”ტრავიატა”, ”რიგოლეტო”, ”ლუჩია დი ლამერმური”, ”დონ-ჟუანი”, ”ფიგაროს ქორწინება”, ”იდომენეი”, ”ასე იქცევა ყველა”, ”მითროდატე”, ”ასკანიო ალბაში”, ”პურიტანები”, ”იულიუს კეისარი”, ”ნორმა”, ”ბოჰემა”, ” არმიდა” და სხვ. აგრეთვე ჰენდელის ”მესია”, ბახის პასიონები, მოცარტისა და ვერდის რექვიემი, პერგოლეზის, ბოკერინის და როსინის ”Stabat Mater”, ორფის “Carmina Burana”, მალერის მეორე და მეოთხე, შოსტაკოვიჩის მეთოთხმეტე სიმფონიები, ჰინდემიტის “Das Marien Leben” და სხვ.
აქვს აუდიო ჩანაწერები.
1997 წლიდან იგი მოღვაწეობს ოზიმოს საერთაშორისო საოპერო დაოსტატების აკადემიაში.
|