რუსუდან წურწუმიას „ღვაწლმოსილი მეცნიერის“ ჯილდო გადაეცა
25.05.2017
22 მაისს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ რიგით V დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაზე რეგიონის წარმომადგენელ მოხუც ლოტბარებთან, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებთან ერთად ჯილდო გადაეცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს პროფესორს, ტმკსც-ის დირექტორს, რუსუდან წურწუმიას. იგი დაჯილდოვდა ნომინაციაში „ღვაწლმოსილი მეცნიერი“, ქართული ეთნომუსიკოლოგიის განვითარებასა და ქართული მრავალხმიანობის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში პოპულარიზებისათვის გაწეული გამორჩეული ღვაწლისათვის.
მას გადაეცა სიგელი, ქვის პრიზი და ფულადი ჯილდო.
|
|