21 იანვარს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შედგა შეხვედრა თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორს ნინო სანადირაძესა და კონსერვატორიის რექტორს ნანა შარიქაძეს შორის.
ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია სამეცნიერო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება.
შეხვედრას ესწრებოდნენ კონსერვატორიის და მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები. მათ ერთად განიხილეს მომავალი თანამშრომლობის გზები, ახალი შესაძლებლობები