თსკ-ს კურსდამთავრებულის სტივენ სპუნერის წარმატება
09.01.2020
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული, აღიარებული ამერიკელი პიანისტი სტივენ სპუნერი 2020-21 სასწავლო წლიდან ა.შ.შ.- ს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის კონსერვატორიის ფორტეპიანოს მიმართულების პროფესორთა გუნდს შეუერთდება. ამჟამად იგი კანზასის მუსიკის უმაღლეს სკოლაში ასწავლის.
სტივენ სპუნერი დაიბადა 1970 წელს ამერიკაში, თუმცა ძირითადი მუსიკალური განათლება მიიღო საზღვარგარეთ. იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ნოდარ გაბუნიას ხელმძღვანელობით. 2017 წელს სტივენ სპუნერი სტუმრობდა თბილისს და მონაწილეობდა კონსერვატორიის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერიის ერთ-ერთ კონცერტში. ეს გახლდათ ნოდარ გაბუნიას ხსოვნისამი მიძღვნილი მისი კლასის კურსამთავრებულთა კონცერტი.
თბილისის კონსერვატორიის სახელით ვულოცავთ სტივენს ამ დიდ წარმატებას.
სტივენ სპუნერი შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე:
https://en.wikipedia.org/wiki/Steven_Spooner https://peabodyinstitute.wordpress.com https://peabody.jhu.edu/faculty/steven-spooner-2/
|
|