თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
საქართველოს ქალთა საბჭო
თანამედროვე პროფესიული მუსიკის განვითარების ცენტრი
საკომპოზიტორო კონკურსი ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი საუკეთესო
მუსიკალური ნაწარმოების გამოსავლენად
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, საქართველოს ქალთა საბჭოსა და თანამედროვე პროფესიული მუსიკის განვითარების ცენტრის ინიციატივით ცხადდება საკომპოზიტორო კონკურსი ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების გამოსავლენად. გამარჯვებულებისათვის ფულადი პრემიების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ქალთა საბჭო კერძო პირებისა და ფონდების შემოწირულობებიდან.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებირმიერ პირს (ეროვნების, ასაკისა და მოქალაქეობის შეუზღუდავად).
კონკურსი ცხადდება შემდეგ ნომინაციებში:
1. ნაწარმოები შერეული გუნდისათვის თანხლების გარეშე, ნაწარმოების ხანგრძლივობა არაუმეტეს 5 წუთისა
2. დუეტი სოლისტი ვოკალისტისა და ფორტეპიანოსათვის არაუმეტეს
7 წუთისა
3. საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია არაუმეტეს 10 წუთისა
დასაშვებია მონაწილეობის მიღება რამდენიმე ნომინაციაში. ლიტერატურული ტექსტის შერჩევა თავისუფალია. სურვილის შემთხვევაში კონკურსანტს ლიტერატურული ნიმუშებისათვის შეუძლია მიმართოს კონკურსის ორგანიზებისათვის პასუხისმგებელ პირებს: (საქართველოს ქალთა საბჭო 2391985; 599797090 თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 03222987185)
შესაძლებელია ადრე დაწერილი ნაწარმოების წარმოდგენა.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ნაწარმოების/ნაწარმოებების ამობეჭდილი ვერსია 5 ეგზემპლარად, ასევე დისკი პარტიტურის ელექტრონული ვერსიითა (PDF ფაილის ფორმატში) და აუდიო ჩანაწერით (შესრულების კომპიუტერული ან ცოცხალი ვერსია).
კონკურსი ანონიმურია, ამიტომ არც პარტიტურაზე და არც დისკზე არ უნდა ეწეროს ავტორის გვარი, საჭიროა მხოლოდ დევიზი. საკონკურსო მასალას (ამობეჭდილი პარტიტურის 5 ეგზემპლარი, 1 დისკი აუდიო ჩანაწერით) თან უნდა ახლდეს დახურული კონვერტი, ზევიდან დაწერილი დევიზით, შიგნით კი ფურცელი, სადაც მითითებული იქნება, ნაწარმოების დევიზი, ნაწარმოების სათაური, ავტორის ვინაობა და საკონტაქტო კოორდინატები.
საკონკურსო ნაწარმოებების ჩაბარების თარიღია: 2019 წლის 31 ოქტომბერი, ჩაბარების ადგილი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დეკანატის ოთახები 229, 230 ტელეფონი 2987185 ან 595033271 .
კონკურსის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ბანი კოდი BAGAGE22;
GE52BG0000000275912300;
საიდენტიფიკაციო კოდი 203858101 საქართველოს ქალთა საბჭო ,,საკომპოზიტორო კონკურსისათვის“.