დასაქმებით დაინტერსებული სტუდენტებისთვის შეიქმნა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ თავმოყრილია ვაკანსიები სტუდენტებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
დაინტერესებული პირი, იმისთვის რომ მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ შერჩევის პროცესში, აუცილებელია რეგისტრირებული იყოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge და მასზე გაიცეს "სამუშაოს მაძიებლის საგზური".
ამის შემდეგ მას ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს და დაინტერესდეს ვაკანსიებით კომპეტენციისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ვებ-საიტს, მიყევით ინსტრუქციებს, გაიარეთ რეგისტრაცია და შეარჩიეთ სასურველი ვაკანსია.