სამუშაო შეხვედრა Bridging The Gap პროექტის ფარგლებში
20.09.2019
2019 წ. 16-18 სექტემბერს, თბილისის კონსერვატორიისა და ოსლოს მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის "Bridging the gap - preparing music students for future profession" ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამების გადახედვას.
ნორვეგიელმა სტუმრებმა ბირგიტ ოპპეგაარდ პოლენმა( Birgitte O. Pollen) და გერტრუდ პედერსენმა (Gjertrud Pedersen) ისაუბრეს ორი სადოქტორო პროგრამის - სამეცნიერო PhD (scientific PhD) და შემოქმედებითი PhD (artistic PhD) - დიზაინზე; ცალკეული კურსების - აკადემიური წერა, კვლევის ეთიკა, კვლევის მეთოდები, პლაგიარიზმი - სტრუქტურასა და შინაარსზე; სადოქტორო პროექტის ხელმძღავენლის მიზნებზე, ფუნქციებზე; ასევე მოისმინეს და განიხილეს თსკ-ს დოქტორანეტების თამარ ფუტკარაძისა და ალექსანდრე ჭოხონელიძის პრეზენტაციები მათი სადოქოტრო პროექტების შესახებ; მოისმინეს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მაია მეტრეველის მოხსენება თსკ-ში დანერგილი „აკადემიური წერის“ კურსის შინაარსის, დიზაინის შესახებ; გაეცნენ თბილისის კონსერვატორიის ასოც. პროფ.. ეკა ჭაბაშვილის და ასოც. პროფ. ნინო ჟვანიას პროექტს "შემოქმედებითი კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება XXI საუკუნის ფორტეპიანოსა და მისი სამომავლო პერსპექტივების კვლევის მაგალითზე", რომელიც დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. შეხვედრების დასკვნის ეტაპზე შეჯამდა ერთი წლის განმავლობაში თსკ-ს სადოქოტორო პროგრამბთან დაკავშირებული ცვლილებები (მისაღები გამოცდის ფორმატის შეცვლა ზოგიერთ სადოქტორო პროგრამაზე) და დაისახა სამომავლო განვიტარების მიმართულებები.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს მარიკა ნადარეიშვილმა (სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი), მაკა ვირსალაძემ (კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანი), ეკა ჭაბაშვილმა (სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი), თამარ ჩხეიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი), ლეილა მარუაშვილმა (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე), რუსუდან თაბაგარმა (სასწავლო დეპარტამენტის კოორდინატორი).
|
|