თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
14.02.2020
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ (მოსამართლე ამირან ძაბუნიძე) ძალაში დატოვა 2018 წლის 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე თეა ბერაია) მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნუგზარ კიკნაძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დავის საგანი - სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის 2016 წლის 28 აპრილის N48/1 განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა და კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენა.
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებისთანავე გასაჯაროვდება.
|
|