ტრადიციული მრავალხმიანობის მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმი
30.11.2015
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი აცხადებს, რომ 2016 წლის 26-30 სექტემბერს ჩატარდება ტრადიციული მრავალხმიანობის მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმი.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან მრავალხმიანობის საკითხებზე მომუშავე მკვლევრები. სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანია, რაც ეთნომუსიკოლოგიის ინტერდისციპლინარული ბუნებითაა განპირობებული.
სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. წარმოდგენილი ყველა მოხსენება შემდგომ გამოიცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
რეგისტრაციისათვის საჭიროა სპეციალურ ფორმაში შეიყვანოთ თქვენი სახელი და გვარი, ქვეყანა, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, თემისსახელწოდება, თემის აბსტრაქტი და მოკლე ბიოგრაფია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დათქმული ვადის გასვლის შემდეგ გამოგზავნილი მასალა აღარ მიიღება.
იხილეთ რეგისტრაციის ფორმა.
საორგანიზაციო კომიტეტისაგან 25 აპრილისათვის თქვენ მიიღებთ დადასტურებას სიმპოზიუმში მონაწილეობის შესახებ. მოხსენების თარგმანის უზრუნველყოფის მიზნით მისი სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 მაისი.
სიმპოზიუმის ჩატარების თემატიკისა და სხვა დეტალების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ოფიციალური მოწვევა.
|