თემურ ელიავა - ასოც. პროფესორი
დამთავრებული აქვს ვ.სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ორი ფაკულტეტი – საფორტეპიანო და ვოკალური, წლების მანძილზე აქვე ეწევა ინტენსიურ პედაგოგიურ და საკონცერტმაისტერო მოღვაწეობას. წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში.
საუკეთესო კონცერტმაისტერის დიპლომი აქვს მინიჭებული: I და II მუსიკოს-შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონკურსებზე, (1995 წ., 1999 წ.თბილისი.), დ. ანდღულაძის სახ. ვოკალისტ-შემსრულებელთა I საერთშორისო კონკურსზე (ბათუმი – საქართველო 1997 წ.), ბიულ-ბიულის სახ. ვოკალისტ-შემსრულებელთა I საერთშორისო კონკურსზე (ბაქო – აზერბაიჯანი 1998 წ.), პ. ჩაიკოვსკის სახ. მუსიკოს-შემსრულებელთა XI საერთშორისო კონკურსზე (მოსკოვი – რუსეთი 1998 წ.).
საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. ფლობს მდიდარ საოპერო და კამერულ რეპერტუარს, მაღალი შეფასება მისცეს თემურ ელიავას დახვეწილ საშემსრულებლო ხელოვნებას იტალიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ინგლისში, შვეიცარიაში, თურქეთში, ჩეხეთში, რუსეთში. პარტნიორობას უწევს სხვადასხვა თაობის მომღერლებს – ზურაბ სოტკილავას, მაყვალა ქასრაშვილს, ნოდარ ანდღულაძეს, ელდერ გეწაძეს, თემურ გუგუშვილს, მიშელინა ქობალიანს, გიორგი ონიანს, ნუგზარ გამგებელს, ალა სიმონიშვილს, ელისაბედ მარტიროსიანს, არმაზ დარაშვილს, მარიკა გულორდავას და სხვებს.
თემური ელიავა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური მიმართულების ასოცირებული პროფესორია. მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდა მომღერლები ეუფლებიან კამერული სიმღერის და ვოკალური ანსამბლის შემსრულებლობის ურთულეს სპეციფიკას.
|