საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით შექმნილი მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული საკონკურსო განაცხადების მიღების წესი და ვადები იცვლება.
- საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადები გახანგრძლივდება 20 აპრილამდე, შემდეგი კონკურსებისთვის:
- თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში;
- სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა;
- „ხელოვნება განათლებისთვის" მცირე გრანტები სახელოვნებო განათლებაში;
- ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;
- „უსაზღვრო შესაძლებლობები"-კულტურულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობა;
- „ხელოვნება გამყოფი ხაზების გარეშე"-დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში და რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალ საკონკურსო ვადებს თითოეული კონკურსისთვის რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. შესაბამისად, რამდენიმე დღეში კონსერვატორიის ვებ გვერდზე გამოქვეყნდება განახლებული ინფორმაცია ვადების შესახებ კონსერვატორიაში საპროექტო განაცხადების შიდაშესარჩევი კონკურსისთვის „ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“.
დამატებითი ინფორმაცია იხ. ბმულზე:
https://www.mes.gov.ge/content.php?id=10242&lang=geo