მსოფლიო საოპერო სცენის ქართველი ვარსკვლავი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურდამთავრებული, არაჩვეულებრივი ბარიტონი გიორგი გაგნიძე მიმდინარე წელს სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს ზეიმობს.
გასახარია, რომ ეს ღირშესანიშნავი მოვლენა მან სწორედ თბილისში და მის მშობლიურ კონსერვატორიაში უნდა აღნიშნოს. მართალია, ეს ღონისძიება ბევრად დიდი მასშტაბით და საზეიმო განწყობით უნდა გამართულიყო, მაგრამ მსფოლიო პანდემიის გამო ფორმატი შეიცვალა. ამჯერად საკონცერტო შესრულების ინტერნეტ ტრანსლიაციას შემოგთავაზებთ.
კონცერტში გაერთიანებულია ცნობილი და მელომანთათვის საყვარელი ნეაპოლიტანური სიმღერები.
ჟანრულად მსუბუქი და სასიამოვნო მუსიკა ნებისმიერი გემოვნების ფართო მსენელისთვის იქნება საინტერესო.
სიმღერები შესრულდება მხოლოდ ფორტეპიანოს თანხლებით. კონცერტმაისტერი - ვიქტორია ჩაპლინსკაია.
საღამოს წაიყვანს ნიკოლოზ წულუკიძე.
ასევე სიხარულით უნდა გაცნობოთ,რომ სწორედ ახლა გიორგი გაგნიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბრწინვალების ორდენის კავალერის წოდებაზეა წარდგენილი.
დიდ წარმატებას ვუსურვებთ ბატონ გიორგის და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი კონცერტები უკვე მაყურებლით სავსე დარბაზში ხანგრძივი ტაშის ფონზე გაიმართება.
პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლიაცია დაიწყება 25 ოქტომბერს 19:00 საათზე შემდეგ გვერდებზე:
https://www.facebook.com/ConsevatoireGrandHall
https://www.facebook.com/gagnidzebaritone
https://www.facebook.com/TbilisiConservatoire/
ღონისძებას წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.