სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური ნაწარმოების შექმნის სტუდენტური კონკურსი: „მეცნიერება მუსიკაში“ / „Science in Music”
სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს მუსიკალური ნაწარმოების შექმნის სტუდენტურ კონკურსს „მეცნიერება მუსიკაში“ / „Science in Music”. კონკურსი ტარდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით, პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე პირებს საქართველოში ავტორიზებული პროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. კონკურსზე დაშვებულია სწავლების სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სტუდენტების მონაწილეობა.
კონკურსანტებს ევალებათ, შექმნან მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც შთაგონებული იქნება ნებისმიერი სამეცნიერო თემატიკით: სამეცნიერო აღმოჩენით, ტექნოლოგიური გარღვევით, ინოვაციური გამოგონებით, სამეცნიერო ჰიპოთეზით, სამეცნიერო ფენომენით, კვლევის პროცესით და სხვ.
ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და გამოავლენს კონკურსის გამარჯვებულებს სამ ნომინაციაში. თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული:
I. „საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები ნომინაციაში „ჰიმნი მეცნიერებას“ - სიგელი და ფულადი ჯილდო 1875 ლარის ოდენობით (მითითებულია დარიცხული თანხა);
II. „საუკეთესო ელექტრონული მუსიკალური ნაწარმოები“ - სიგელი და ფულადი ჯილდო 1875 ლარის ოდენობით (მითითებულია დარიცხული თანხა);
III. „საუკეთესო სოლო ინსტრუმენტული მუსიკალური ნაწარმოები“ - სიგელი და ფულადი ჯილდო 1875 ლარის ოდენობით (მითითებულია დარიცხული თანხა)
მუსიკალური ნაწარმოების ხანგრძლივობა სამივე ნომინაციისათვის - 3-5 წუთი
გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან და მათი ნაწარმოებები შესრულდება „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გახსნის ცერემონიაზე, 2020 წლის 27 ნოემბერს.
კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა მოგვაწოდონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე scienceinmusic@tsc.edu.ge 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სია იხ. ბმულზე) (განაცხადის ფორმა)
გაითვალისწინეთ! თითოეული კონკურსანტი მონაწილეობას მხოლოდ ერთ ნომინაციაში
კონკურსის დეტალური პირობები, მოთხოვნები და შეფასების კრიტერიუმები იხ. ბმულზე
დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადები საკონკურსოდ არ განხილება!
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: scienceinmusic@tsc.edu.ge
„მეცნიერება კაპიტანია“ პროექტს დაფინანსება მიღებული აქვს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ საგრანტო ხელშეკრულების No 955373 ფარგლებში