საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადს.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:
1) ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტს, ან კურსდამთავრებულს (რომლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან არაა გასული 2 წელი);
2) სტუდენტს ან კურსდამთავრებულს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით - მინიმუმ „B" (81-90%) ძალიან კარგი). აღნიშნული ინფორმაცია მოიძიეთ სამდივნოში.
(გაითვალისწინეთ - აუცილებელია ორივე წინაპირობის დაცვა)
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობისათვის აუცილებელია მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით შევსებული წერილობითი თანხმობის ფორმის გამოგზავნა მისამართზე: study@tsc.edu.ge
იხ. თანხმობის ფორმა (გაითვალისწინეთ - აუცილებელია ხელმოწერა)
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს (+995 32) 2197755.