ქართულ-ნორვეგიული ერთობლივი პროექტის შუალედური შეფასება
19.02.2018
2018 წლის 6-8 თებერვლს თბილისის სახ კონსერვატორიამ უმასპინძლა პროექტის "Bridging the gap - preparing music students for future profession" 2016-2019 შუალედურ შეფასებას. პროექტი დაფინანსებულია ნორვეგიის საერთშორისო განათლებსი ცენტრის მიერ ( (SIU) ) და ხორციელდება ნორვეგიის მუსიკის აკადემიასთან ერთად. ნორვეგიულ მხარეს წარმოადგენდნენ: მორტენ ჰალე (ნორვეგიის მუსიკის აკადემიის პრორექტორი), კამილა სონსტაბო (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), ბრიტ აგოსტ ბროსკე - მუსიკის პედაგოგგიკის მომართუჯლებაზე პასუხისმგებელი პროექტში, მატს კლაესონი - მუსიკის ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე პასუხისმგეენლი პროექტში, ტონე ელეფსონი და ანა სემუნდსდოტირი (ბიბლიოთეკის მიმართულება), ტუნა იორდჰუსი - პროექტის კოორდინატორი.
თბილისის სახ. კონსერვატორიას წარმოადგენდნენ: რექტორი რეზო კიკნაძე, თამარ ჩხეიძე და ლეილა მარუაშვილი ( ხარისხის სამსახური , პასუხისმგებელი კურიკულუმის განვითრებაზე, მუსიკის პედაგოგიკის და მუსიკის ტექნოლოგიის მიმართულებით), მაია მეტრეველი (ბიბლიოთეკა), მარიკა ნადარეიშვილი (კვლევები) და ნანა შარიქაძე (პროექტის კოორდინატორი). პროექტის თითოეულმა მიმართულებაზე პასუხისმგებელმა გუნდმა წარმოადგინა პროექტის მიზანი, განხორციელებული აქტივობები და ამ ეტაპისთვის მიღებული შედეგები.
თსკ და ნმა შეფასების გუნდი ( მორტენ ჰალე ნორვეგიის მუსიკის აკადემიის პრორექტორი, კამილა სონსტაბო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) შეხვდა პროექტის ცალკეული მიმართულების წარმომადგენლებს და პროექტის კოორდინატორებს, იმსჯელეს უკვე ჩტარებულ მუშობაზე და სამომავლო გეგმებზე, პროექტით დაგეგმილი ნაბიჯების შესრლების ვადებზე. კონფერენციის ბოლო დღეს შეფასებაში მოანწილეობა მიიღო ნორვეგიის ელჩმა აზერბაიჯანსა და საქრთველოში მისმა აღმატებულებამ ბარდ ივარ სვენდსენმა და საელჩოს ინტერნმა კატარინა გოლდფინ იონსენმა.
|
|