2019-2020 ს.წ. მასწავლებლის მომზადების პროგრამის მსმენელთათვის!
21.09.2020
2019-2020 საწავლო წლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელთა საყურადღებოდ!
იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობის დადგენილებით სწავლის პროცესი კონსერვატორიაში ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით გაგრძელდება დისტანციურად, მსმენელების მიერ ასანაზღაურებელი დარგობრივი და პრაქტიკული მოდულის საგნები განხორციელდება on-line რეჟიმში.
პროგრამის პედაგოგიური პრაქტიკის ბლოკში შეამავალი სასწავლო კურსები „პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“ და „პრაქტიკა მუსიკალურ სკოლაში“ განხორციელდება ახლად შემუშავებული მეთოდური ფორმით. ამ ფორმის თანახმად სტუდენტები ჩაერთვებიან საგნის წამყვანი პედაგოგების (მ. ლობჟანიძე და მ. ედიშერაშვილი) დისტანციურად ჩატარებულ გაკვეთილებში, როგორც პასიური მსმენელები. გარდა ამისა, თვითონვე ჩაატარებენ დისტანციურ ფორმატში სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებულ აქტიურ პრაქტიკას.