დასრულდა ა(ა)იპ -ის „კულტურა მომავლისათვის“ პროექტი – „ქართული ხელნაწერი მუსიკოლოგიური კვლევების ხელმისაწვდომობის ზრდა სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის", რომელიც დაფინანსდა ა(ა)იპ „შემოქმედებითი საქართველოს“ პროგრამის „კულტურის სექტორში შესაძლებლობების განვითარების და თავისუფალი პროექტების კონკურსი“ ფარგლებში.
პროექტის მიმდინარეობდა 2 თვის განმავლბაში. (რეგისტრაციის ბოლო ვადა იყო 7 ოქტომბერი, პროექტი დასრულდა 30 ნოემბერს) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში დაცული ქართველი მუსიკოლოგების ნაშრომების ელექტრონული ვერსიები შეიქმნა (Word-ის ფორმატში აიკრიფა 3000 გვ., თანდართული სანოტო და ვიზუალური მაგალითების სკანირებული ვერსიებით, ხოლო 7200-ზე მეტი ერთეული ფოტოასლი შეიქმნა).
მრავალი ათწლეულის ისტორიის მქონე ქართული მუსიკალოგიური კვლევები ამ დარგის წარმომადგენელთა უმნიშვენლოვანეს ნაშრომებს აერთიანებს. სამწუხაროდ, მათი უმეტესობა ხელნაწერი შრომების სახით (ძირითადად, წლიური სამეცნიერო შრომები) არის დაცული და უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ერთ ეგზემპლიარადაა წარმოდგენილი. ხელნაწერებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო ქართველ მუსიკოლოგთა სამეცნიერო ნაშრომების დიდი ნაწილი ვერ ხვდება სასწავლო პროცესსა და სამეცნიერო მიმოქცევაში.
გაციფრდა - გრ. ჩხიკვაძის, ე. გარაყანიძის, თ. მესხის, თ. ჟვანიას, კ. როსებაშვილის, მ. ჟორდანიას, ო. ჩიჯავაძის, მ. შილაკაძის, პ. ხუჭუას, შ. ასლანიშვილის, გ. ორჯონიკიძის, ნ. მამისაშვილის, მზ. იაშვილის, ლ. პატარიძის, თ. ხუროშვილის, თ. გელაძის, მ. ღვთისიაშვილის, ქ. დადიანის, ლ. გოგოლაძის, გ. ტორაძის, ლ. დოლიძის, თ. მგალობლიშვილის, მ. ჭოღოშვილის, ქ. თუმანიშვილის, დ. რუხაძის და სხვათა ნაშრომები.
სამეცნიერო შრომების ტექსტების აკრეფაზე მუშაობდა 19 სტუდენტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართული საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლიდან.
მასალები გადაეცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მათი გადარჩევის, შეფასების, ეტაპობრივად ხელმისაწვდომობისა თუ გამოცემის მიზნით.
პროექტის სამუშაო ჯგუფი:
ნინო რაზმაძე, თეონა ლომსაძე, ბაია ჟუჟუნაძე.
პროექტის მნიშვნელობა უაღრესად დიდია, როგორც მუსიკის თეორიის, მუსიკის ისტორიის, ასევე ქართული კულტურული მემკვიდრეობის კუთხით.
დიდი მადლობა პროექტის ავტორებს, კურატორებს, პროექტის მენეჯერს, ყველას, ვინც მხრადაჭერა გაუწია მის მიმდინარეობას!