თბილისის სახ. კონსერვატორიასა და ლისტის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტი ”ბარტოკის ანარეკლები“
პროექტის მხარდამჭერია უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
20-26 ნოემბერი, 2016
ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
პროექტის მოკლე აღწერილობა
პროექტი ”ბარტოკის ანარეკლები” არის ლისტის მუსიკის აკადემიისა და სახ. კონსერვატორიის ერთობლივი პროექტი. იგი მიზნად ისახავს ორი აკადემიის სტდუენტების მიერ თანამედროვე ნაწარმოების შექმნას, რომელიც ინსპირირებული იქნება ბელა ბარტოკის მიერ შექმნილი 4 კომპოზიცით და დაიწერება როგორც ბარტოკის უკვდავი ქმნილებების ანარეკლი.
”კონტასტები” - ვიოლინოს, კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის
ალეგრო ბარბარო - ფორტეპიანოსთვის
რაფსოდია No.1. – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის
სიმებიანი კვარტეტი
პროექტის განხორციელბეის ადგილია: ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახ. კონსერვატორია, თბილისი, საქართველო.
20-26 ნოემბერის განმავლობაში დაგეგმილია მასტერკლასები, ვორქშოფები, ლექცია- სემინარები ბარტოკზე. პროექტი გამიზნულია კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის და მუსიკოლოგიისა და კომპოზიციის მიმართულების სტუდენტებისთვის. მასტერკალსებს ჩაატარებენ ლისტის მუსიკის აკადემიის პროფესორები.
პროექტი დასრულდება კონსერვატორიისა და ლისტის მუსიკის აკადემიის სტუდენტების ერთობლივი კონცერტით, რომელიც გაიმართება 19 ნოემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში. კონცერტზე შესრულდება როგორც ბარტოკის მიერ შექმნილი ნაწარმოები ისე მის მიხედვით სტუდეტების მიერ დაწერილი ”ანარეკლები”.
საკომპოზიციო მიმართულების გადაწყვეტილებით სახ. კონსერვატორიის სტუდენტები შექმნიან ანარეკლს ბარტოკის 2 ნაწარმოებზე:
”კონტასტები” - ვიოლინოს, კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის
რაფსოდია No.1 – ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის
ხოლო ლისტის მუსიკის აკადემიის საკომპოზიციო მიმართულების სტუდენტები კი დაწერენ ანარეკლს ბარტოკის შემდეგ ნაწარმოებებზე:
ალეგრო ბარბარო - ფორტეპიანოსთვის
სიმებიანი კვარტეტი - IV კვარტეტის ფინალი, ან V კვარტეტის მე-2 ნაწილი.
”ბარტოკის ანარეკლის” გამარჯვებული 2 სტუდენტი გამოვლინდება კონკურსის წესით. კონკურსის პირობები
ჩამოტვირთეთ აქ
პრეზენტაცია
სააპლიკაციო ფორმა
დედლაინები: 06.04.2016 და 30.05.2016