ქართულ - ნორვეგიული პროექტი დასრულდა
14.05.2015
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიია საერთშორისო ურთიერთობათა დეპარატემენტი 2011-2014 წლებში კოორდინაციას უწევდა თბილისის სახ. კონსერვატორიისა და ოსლოს მუსიკის აკადემიის ერთობლივ საერთაშორისო პროექტს ”საქართველოს უმაღლესი სანუსიკო განათლების მოდერნიზაცია”. პროექტი სრულად დაფინანსებული იყო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ (საერთშორისო განათლების ცენტრი SIU), მის ფინანსურ ადმინისტრირებას ახორციელბდა SIU და ოსლოს მუსიკის აკადემია..
5-7 მაისს ოსლოში ჩატარდა EURASIA პროექტების დასრულებისადმი მიძღვნილი სემინარი, სადაც მიწვეული იყვნენ 2011-2014 წლებში ნორვეგიის მთვრობის მიერ დაფინანსებული პროექტების კოორდინატორები უკრაინიდან, მოლდოვადან, ბელორუსიდან, ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, სასომხეთიდან და საქართველოდან. სემინარს ესწრებოდნენ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საერთშორისო განათლების ცენტრი (SIU-ს), ნორვეგიის ელჩები აზერბაიჯანში, უკრაინაში, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ნორვეგიაში.
ოსლოში თსკ-სა და ოსლოს მუსიკის აკადემიის ერთობლივ პროექტს წარმაოდგენდნენ ნანა შარიქაძე - პროექტის კოორდინატორი ქართული მხრიდან და ტუნა იორდჰუსი - კოორდინატორი ნორვეგიის მხრიდან.
სემინარზე წარმოდგენილი იყო პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - მუსიკის ახალი ტექნოლოგიების - შესახებ მოკლე კლიპი (ავტორი კოკა ნიკოლაძე) და მთელი პროექტის მიმართულებების ამსახველი პოსტერი
|