თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უდიდეს წუხილს გამოხატავს სახელოვანი მუსიკოსის, ვირტუოზი პიანისტის, კონსერვატორიის ემერიტუსის, საქართველოს დამსახურებული არტისტის ბატონი რევაზ თავაძის გარდაცვალების გამო.
ბატონმა რეზომ მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომლის სრული კურსი (1960) და ასპირანტურა (1962) დაამთავრა პროფ. ვანდა შიუკაშვილის ხელმძღვანელობით. ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მის მრავალფეროვან რეპერტუარში განსაკუთებული ადგილი ეკავა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, რომელთაგან ბევრი პირველად სწორედ მისი შესრულებით აჟღერდა.
მათ შორის - ნ. მამისაშვილი 2 პრელუდია (1958 წელს პირველი შესრულება), ნ. გაბუნიას სონატა N1(1969 წელს პირველი შესრულება), სონატა N2 (1969 წელს პირველი შესრულება), ე. სანაძე სონატა N1, მ. შუღლიაშვილი "ეპიტაფია" და "პასტორალი" 3 ფორტეპიანოსათვის (1978 წელს პირველი შესრულება), ესკიზი N7 (2012 წელს პირველი შესრულება), ბ. კვერნაძის ა. მაჭავარიანის, ს. ნასიძის ნაწარმოებები; დააარსა საქართველოს რადიო "მუზა"-ში გადაცემათა ციკლი "საუბრები პიანიზმის ისტორიაზე" (120 გადაცემა. გამოიცა 2 კომპაქტ დისკი DVD-ის ფორმატში); ბატონი რეზო, როგორც პედაგოგი მართლაც გამორჩეული გახლდათ. მისი თითოეული გაკვეთილი სტუდენტისთვის იყო ტექნიკური და ფაქტურული ლპასტების განხილვის, მუსიკის ფილოსოფიის, პიანიზმის და ხელოვნების ისტორიის, სამყაროს შეცნობისა და კიდევ ბევრი კომპონენტის ერთობლიობასთან ზიარება.
ბატონი რევაზ თავაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მუსიკალური და სრულიად ქართული საზოგადოებისთვის.
გულითად სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, მოსწავლეებს.
https://www.youtube.com/watch?