2021 წლის 19 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულება ატარებს ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას (ეძღვნება ცნობილი ქართველი მუსიკოლოგის - შალვა ასლანიშვილის დაბადებიდან 125 წლისთავს). წლევანდელ კონფერენციას პანდემიის გამო არ ახლავს ტრადიციული მუსიკის კონცერტი.
საკონფერენციო თემატიკა უნდა ეხებოდეს ქართულ ტრადიციულ მუსიკას. მონაწილეობა შეუძლიათ ქართული ხალხური მუსიკისა და საეკლესიო გალობის მკვლევრებსა და შემსრულებლებს, მათ შორის, არამუსიკოსებს.
კონფერენციისა და კონცერტის მიზანია, სწორი მიმართულებით წარმართოს ქართული ტრადიციული მუსიკით დაინტერესებული ახალგაზრდების საქმიანობა, ხელი შეუწყოს მათი კვლევითი და საშემსრულებლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
ინფორმაცია სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის:
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
რეგლამენტი: მოხსენება - 15 წთ., დისკუსია - 5 წთ.
დაგეგმილია მოხსენებათა ქართულ-ინგლისურენოვანი თეზისების გამოქვეყნება.
ვადები:
• 1 მაისამდე:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველების ონლაინ რეგისტრაცია განაცხადის და თეზისების გამოგზავნა მისამართზე natalia.zumbadze@tsc.edu.ge
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Acad Nusx/Times New Roman
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
ველები ყველა მხრიდან: 2,0 სმ.
მოცულობა: არაუმეტეს 1 გვერდისა
• 10 მაისი:
შეტყობინება კონფერენციაზე დაშვება-არ დაშვების შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს, პროფ. ნატალია ზუმბაძეს:
ტელ.: +995 591 051 501