ცხადდება შიდასაკონსერვატორიო შესარჩევი კონკურსი იმ პროექტებისთვის, რომლებიც კონსერვატორიის სახელით უნდა იყოს წარდგენილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხდებულ კონკურსებზე:
1. "ხელოვნება განათლებისთვის - მცირე გრანტების კონკურსი სახელოვნებო განათლებაში
2. "ხელოვნება გამყოფი ხაზების გარეშე - დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში და რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა
3. კონკურსი "უსაზღვრო შესაძლებლობები"- კულტურულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობა
კონსერვატორიის შიდა კონკურსს არეგულირებს "კონსერვატორიაში საპროექტო განაცხადის შერჩევის წესი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსებისთვის"
დოკუმენტაცია:
კონკურსანტებმა დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (მონაწილე ყველა პირმა);
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (მონაწილე ყველა პირმა);
გ) საპროექტო განაცხადი
ვადები:
ა) 2020 წლის 9 მარტი - საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობების გამოცხადება;
ბ) 2020 წლის 10 მარტი - ჯგუფური კონსულტაცია;
გ) 2020 წლის 9-11 მარტი - შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე - science@tsc.edu.ge
დ) 2020 წლის 12 მარტი, 18:00 საათი - საპროექტო განაცხადის და სრული დოკუმენტაციის (ბეჭდური
ვერსია) კონსერვატორიის კანცელარიაში რეგისტრაციის და ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge გაგზავნის
ბოლო ვადა;
ე) 2020 წლის 13-16 მარტი - რეგისტრირებული საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობებთან და
მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, დადგენილი პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება, შერჩევა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ;
ვ) 2020, 16 მარტი საპროექტო განაცხადის შერჩევის შედეგების გამოქვეყნება;
ზ) 2020 წლის 17 მარტი - გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება.