კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და ბენეფიციართა ინტერესებიდან გამომდინარე, „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებზე საკონკურსო განაცხადის მიღების ვადებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ხელმეორედ ცხადდება შიდაშესარჩევი კონკურსები:
1. „ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის
ხელშეწყობა“;
2. „უსაზღვრო შესაძლებლობები "- კულტურულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობა;
3. ხელოვნება გამყოფი ხაზების გარეშე" - დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში და რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა.
კონსერვატორიის შიდა კონკურსს არეგულირებს "კონსერვატორიაში საპროექტო განაცხადის შერჩევის წესი".
დოკუმენტაცია:
ახალ კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დოკუმენტაციის მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად. კონკურსანტებმა დადგენილ ვადებში ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge უნდა გადმოაგზავნონ:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (მონაწილე ყველა პირმა);
ბ) საპროექტო განაცხადი (ჩამოტვირთეთ ზემოთმითითებული კონკრეტული კონკურსის ბმულიდან) pdf ფორმატით (საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაერთოს ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტები).
შიდაშესაჩევი კონკურსის ადმინისტრირების ვადები:
ა) 2020 წლის 7 მაისი - საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობების გამოცხადება;
ბ) 2020 წლის 8 მაისი - 20 მაისი - შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე - science@tsc.edu.ge
გ) 2020 წლის 22 მაისი 18:00 საათი - საპროექტო განაცხადის და სრული დოკუმენტაციის ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge გაგზავნის ბოლო ვადა;
დ) 2020 წლის 28 მაისი - რეგისტრირებული საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, დადგენილი პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება, შერჩევა "კონსერვატორიაში საპროექტო განაცხადის შერჩევის წესი“-ს მიხედვით;
ე) 2020 წლის 29 მაისი - საპროექტო განაცხადის შერჩევის შედეგების გამოქვეყნება.