საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N315 ბრძანების შესაბამისად, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში (ქვეპროგრამა “ორიენტირი“), თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას დაგეგმილი აქვს ჩაატაროს რესპუბლიკური კონფერენცია-ფორუმი „სამუსიკო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა“ (2020 წ. 26-27 ნოემბერი).
ცხადდება შიდასაკონსერვატორიო შესარჩევი კონკურსი მეთოდური რესურსის შექმნისთვის, რომელიც განხილული იქნება კონფერენცია-ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ მრგვალ მაგიდაზე. აღნიშნული რესურსი უნდა იყოს განკუთვნილი დაწყებითი და საშუალო სამუსიკო საგანმანათლებლო რგოლისთვის და მოიცავდეს მუსიკის თეორიის/მუსიკის ლიტერატურის/ქართული ფოლკლორის თემატიკას.
კონსერვატორიის შიდა კონკურსს არეგულირებს "კონსერვატორიაში საპროექტო განაცხადის შერჩევის წესი".
ბიუჯეტი:
ა) საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს .
დოკუმენტაცია:
ახალ კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დოკუმენტაციის მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად. კონკურსანტებმა დადგენილ ვადებში ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge უნდა გადმოაგზავნონ:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (მონაწილე ყველა პირმა);
ბ) საპროექტო განაცხადი.
ვადები:
ა) 2020 წლის 5 აპრილი - 20 აპრილი - შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე - science@tsc.edu.ge
ბ) 2020 წლის 23 აპრილი, 18:00 საათი - საპროექტო განაცხადის და სრული დოკუმენტაციის ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge გაგზავნის ბოლო ვადა;
გ) 2020 წლის 24-28 აპრილი - რეგისტრირებული საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, დადგენილი პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება, შერჩევა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ;
დ)2020 წლის 29 აპრილი - საპროექტო განაცხადის შერჩევის შედეგების გამოქვეყნება;
ე) პროექტის დასრულების ვადა უნდა იყოს არაუგვიანეს 2020 წლის 10 ნოემბრისა.