დაიბადა 1960 წლის 29 სექტემბერს თბილისში.
1974 წელს დაამთავრა მე-9 მუსიკალური სკოლის შვიდწლედი ფორტეპიანოს სპეციალობით (ლიანა ენგიბაროვას კლასში).
1977 წელს დაამთავრა თბილისის 151-ე საშუალო სკოლა.
1982 წ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით.
ამავე ხანებში უკრავდა საქსოფონზე კონსერვატორიის ჯაზ-კვინტეტში, საქართველოს ტელევიზიის ბიგ-ბენდში, მონაწილეობდა თბილისის, ტალინის ვილნიუსის ჯაზ-ფესტივალებში.
1981 - 90 წლებში კერძოდ სწავლობდა კომპოზიციას კომპოზიტორ და თავისი უნიკალური მეთოდით განთქმულ პედაგოგ მიხეილ შუღლიაშვილთან (1941-1996), მაშინდელი ქართული მუსიკალური საზოგადოების პროგრესული ნაწილის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთან,.
1986 - 90 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის ფაკულტეტზე ჯერ ოთარ თაქთაქიშვილის, მერე კი ნოდარ მამისაშვილის კლასში. ამავე ხანებში დაინტერესდა ქართული ტრადიციული მუსიკით, დაარსების დროიდან იყო ანჩისხატის მგალობელთა გუნდის წევრი.
1991 წელს მარიკა ლაფაურის მიწვევით და ლიანა ისაკაძის ფონდის სტიპენდიით წავიდა გერმანიაში, სადაც ლიუბეკის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში ფრიდჰელმ დოელთან სწავლობდა კომპოზიციას, პარალელურად, 1993 წლიდან, დირკ რაითთან ელექტრონულ მუსიკას, და ასისტენტად მუშაობდა ელექტრონულ სტუდიაში.
1992 - 94 წლებში იყო ანსამბლ „NUOVA SONANZA“-ს წევრი;
თანამშრომლობდა აგრეთვე იაპონურ-გერმანულ თანამედროვე ბალეტის თეატრთან "TATOEBA - THEATRE DANCE GROTESQUE".
1993 წელს მიიღო „მარი-ლუიზ-იმბუშის ფონდის“ პრიზი კომპოზიციაში.
1997 წელს მიიღო „ბრაუნშვაიგის ახალი აკადემიის“ პრიზი კომპოზიციაში.
1998 წელს დაიცვა დიპლომი კომპოზიციაში.
1998 – 2011 წლებში იყო ლიუბეკის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის დოცენტი (ელექტრონული კომპოზიცია)
1998 – 2011 წლებში იყო ლიუბეკის მუსიკალური სკოლის მასწავლებელი (საქსოფონი და იმპროვიზაცია)
2000 წლიდან თანამშრომლობს თანამედროვე საბალეტო დასთან "TanzOrt Nord".
2001 წელს დაამთავრა კომპოზიციის მაგისტრატურა.
2000 - 2003 წლებში მუშაობდა თავისუფალი იმპროვიზაციის ანსამბლში „RESOLUTION GROUP“.
დღევანდელი საქმიანობა:
- კომპოზიტორი და შემსრულებელი
- თბილისის ილია ჭავჭავათის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
- თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი
- კონცერტები ჯაზის, ახალი მუსიკის, თავისუფალი იმპროვიზაციის, ელექტროაკუსტიკური მუსიკის სხვადასხვა ანსაბლების შემადგენლობაში
- ერთობლივი პროექტები ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლებთან ერთად (ცეკვა, სახვითი ხელოვნება, ლიტერატურა, თეატრი)
- ლექციები და მასტერკლასები ელექტროაკუსტიკურ მუსიკაში