შიდასაკონსერვატორიო შესარჩევი კონკურსი
13.03.2020
ცხადდება შიდასაკონსერვატორიო შესარჩევი კონკურსი იმ პროექტებისთვის, რომლებიც კონსერვატორიის სახელით უნდა იყოს წარდგენილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხდებულ კონკურსზე: ,,მაღალმთიანი რეგიონებისთვის კულტურული ცხოვრების ხელმისაწვდომობა“
კონსერვატორიის შიდა კონკურსს არეგულირებს „კონსერვატორიაში საპროექტო განაცხადის შერჩევის წესი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსებისთვის“ დოკუმენტაცია: ახალ კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დოკუმენტაციის მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად. დადგენილ ვადებში კონკურსანტმა ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge უნდა გადმოაგზავნოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი (მონაწილე ყველა პირმა); ბ) საპროექტო განაცხადი
ვადები: ა) 2020 წლის 13 მარტი - საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობების გამოცხადება; ბ) 2020 წლის 13 მარტი - 10 აპრილი - შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე - science @tsc.edu.ge გ) 2020 წლის 12 აპრილი, 18:00 საათი - საპროექტო განაცხადის და სრული დოკუმენტაციის (ბეჭდური ვერსია) კონსერვატორიის ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge გაგზავნის ბოლო ვადა; დ) 2020 წლის 17 აპრილი - რეგისტრირებული საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, დადგენილი პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება, შერჩევა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ; ე) 2020, 20 აპრილი - საპროექტო განაცხადის შერჩევის შედეგების გამოქვეყ ნება; ვ) 2020 წლის 21 აპრილი - გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება.
|