შიდასაკონსერვატორიო შესარჩევი კონკურსი
13.03.2020
ცხადდება შიდასაკონსერვატორიო შესარჩევი კონკურსი იმ პროექტებისთვის, რომლებიც კონსერვატორიის სახელით უნდა იყოს წარდგენილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხდებულ კონკურსზე: ,,ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა“
კონსერვატორიის შიდა კონკურსს არეგულირებს „კონსერვატორიაში საპროექტო განაცხადის შერჩევის წესი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსებისთვის“ დოკუმენტაცია: ახალ კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დოკუმენტაციის მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად. დადგენილ ვადებში კონკურსანტმა ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge უნდა გადმოაგზავნოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი (მონაწილე ყველა პირმა); ბ) საპროექტო განაცხადი
ვადები: ა) 2020 წლის 13 მარტი - საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობების გამოცხადება; ბ) 2020 წლის 13-19 მარტი - შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე - science@tsc.edu .ge; გ) 2020 წლის 20 მარტი, 18:00 საათი - საპროექტო განაცხადის და სრული დოკუმენტა ციის (ბეჭდური ვერსია) კონსერვატორიის ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge გაგზავნის ბოლო ვადა; დ) 2020 წლის 23-25 მარტი - რეგისტრირებული საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, დადგენილი პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება, შერჩევა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ; ე) 2020 წლის 26 მარტი საპროექტო განაცხადის შერჩევის შედეგების გამოქვეყნებ ა; ვ) 2020 წლის 27 მარტი - გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება.
|