ივანე ჟღენტი - სრული პროფესორი
მუსიკის თეორიის კათედრის გამგე (1991 წლიდან დღემდე), პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. 50 სადიპლომო და 2 საკანდიდატო დისერტაციის ნაშრომის ხელმძღვანელი მუსიკის თეორიის, ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის ჰარმონიის საკითხებთან დაკავშირებით. 2 საკანდიდატო და 1 მუსიკოლოგიის დოქტორის დისერტაციის ოპონენტი. 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის. მათ შორის: ორი ქრესტომათია: 1. ქრესტომათია ქართულ ჰარმონიაში; 2. ქრესტომათია კლასიკურ ჰარმონიაში; სამი სახელმძღვანელო: 1. ქართული ხალხური სიმღერების ჰარმონიის მოკლე კურსი, 2. ლექციები ჰარმონიაში, 3. კლასიკური ჰარმონია (ორ ნაწილად). არის ორი პროგრამა-კონსპექტის ავტორი: 1. ჰარმონიის თეორიისა და ისტორიის საკითხები მუსიკისმცოდნეობისა და საკომპოზიტორო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, 2. ჰარმონიის ისტორიის საკითხები საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. პირველმა შეიტანა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის ჰარმონიის კურსში მოდალური სისტემისა და თანამედროვე ჰარმონიის საკითხები ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ამზადებს გამოსაცემად სახელმძღვანელოს - "ლექციები ძველ ქართულ ხალხურ და პროფესიული მუსიკის (საგალობლები) ჰარმონიაში" (ისტორიისა და თეორიის საკითხები) და ასევე "ქრესტომათია ჰარმონიაში" 2 ტომად (თანაავტორები მ. ნადარეიშვილი, თ. ჩხეიძე)
|