რუსუდან წურწუმია - ემერიტუსი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის პროფესორი. ორი ათეული წელია ამავე კონსერვატორიაში უკავია ადმინისტრაციული თანამდებობა. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს ძველი და ახალი ქართული მუსიკალური კულტურის ისტორიის, მისი თვითმყოფადობისა და ღირებულებითი ორიენტაციების საკითხებს, კომპოზიტორის ეროვნულ ტრადიციასთან დამოკიდებულების, ძველი ქართული საერო და სასულიერო მუსიკის ურთიერთმიმართებისა და ფოლკლორის სოციოლოგიის პრობლემებს. არის 30-ზე მეტი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს შრომები სამეცნიერო კრებულებში, ჟურნალებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2005 წელს გამოვიდა მისი მონოგრაფია ”XX საუკუნის ქართული მუსიკა. თვითმყოფადობა და ღირებულებითი ორიენტაციები”, ქართულ ენაზე, ვრცელი რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე. ეწევა საგამომცემლო საქმიანობას, არის მრავალი სამეცნიერო კრებულის პასუხისმგებელი რედაქტორი, არაერთი საერთაშორისო კონფერეციისა და სიმპოზიუმის, მათ შორის, თბილისის ტრადიციული მრავალხმიანობის I და II საერთაშორისო სიმპოზიუმების ორგანიზატორი და მონაწილე.
2006 წლის 17 თებერვალს წაიკითხა ლექცია ქართული მუსიკის შესახებ სიეტლში (აშშ), სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამედროვე მუსიკისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფესტივალისა და სიმპოზიუმის ფარგლებში “ Icebreaker - III”.
2000 წლის შემდეგ გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები:
- О художественно-содержательной структуре грузинской музыки ХХ века (Музыкальная Армения. сб. Ереванской гос консерватории им. Комитаса. Ереван, 2001 № 1 (4) стр 14-15)
- პოლიფონია, როგორც ქართული ტრადიციული მუსიკალური აზროვნების ძირითადი კატეგორია (ტრადიციული მრავალხმიანობის I საერთაშორისო სიმპოზიუმის მოხსენებების კრებული. თბილისის სახ. კონსერვატორია. თბ 2003 გვ. 7-19. ქართულ და ინგლისურ ენებზე)
- Value Orientation of the 20th centuri Georgian Music. Abstract (Musik und Kulturelle Identitat. XIII Internationaler kongress der Gesellschaft fur Musikforschung. Weimar, 2004, p.207)
- XX საუკუნის II ნახევრის ქართული მუსიკის ეროვნულ ტრადიციასთან დამოკიდებულების შესახებ (მუსიკისმცოდნეობის საკითხები. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებული. თბ 2004, გვ. 310-430)
- XX საუკუნის ქართული მუსიკა. თვითმყოფადობა და ღირებულებითი ორიენტაციები (თბ 2005.)
|