საათი ორღანთან
09.03.2016
11 მარტს 14:00-15:00სთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაგეგმილია შეხვედრა - ,,საათი ორღანთან’’
შეხვედრის მიზანია კონსერვატორიის სტუდენტები და დაინტერესებული მუსიკოსები ახლოს გაეცნონ ინსტრუმენტს,მის კონსტრუქციას,ჟღერადობას,ორღანზე საშემსრულებლო მანერის თავისებურებებს,სტილისტურ დიფერენცირებასა და რეგისტრების შერჩევის პრინციპებს.
შეხვედრას უძღვება ლია ბაიდოშვილი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის უნიკალური ორღანი,აგებული 1963 წელს, გერმანული ფირმა ,,შუკე’’-ს მიერ,საქართველოში ერთადერთი საკონცერტო ინსტრუმენტია
|