რუდოლფ ლუტცის საჩუქარი კონსერვატორიას!
11.02.2016
შვეიცარიელმა დირიჟორმა, კომპოზიტორმა, ორღანისტმა და პიანისტმა რუდოლფ ლუტცმა (Rudolf Lutz, http://rudolflutz.ch/de) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას საჩუქრად ბას-კლარნეტი და ინგლისური ქარახსა გადასცა.
რუდოლფ ლუტცმა შვეიცარიის პრესტიჟული მუსიკალური პრემიის მიღებისთანავე საპრიზო თანხის ნაწილი "ნიჭიერთა ათწლედს" შესწირა, მეორე ნაწილით კი კონსერვატორიისთვის შეიძინა 2 იშვიათი ინსტრუმენტი.
უახლოეს მომავალში რუდოლფ ლუტც თბილისს ეწვევა ბაროკოს ინტერპრეტაციისა და იმპროვიზაციის მასტერკლასით.
|
|