სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა
08.02.2016
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:
თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში, გთხოვთ, 2016 წლის 15 თებერვლის ჩათვლით წერილობით შეავსოთ თანხმობის ფორმა, რომელიც შეგიძლიათ მოითხოვოთ შესაბამის დეკანატში (სპეციალობის მიხედვით)
პროგრამაში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ წინაპირობებს • იყოს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული (სწავლის დასრულებიდან არ უნდა იყოს გასული 2 წელიწადზე მეტი) • გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებით: საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული უნდა იყოს მინიმუმ “B” (81-90 % - ძალიან კარგი)
|